
უკრაინის თავდაცვა: "რუსეთს ყარაბაღიდან "მშვიდობისმყოფელების" ნაწილი უკრაინაში გადაჰყავს"
13/03/2022 13:26:29 კავკასია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს მთიანი ყარაბაღიდან "მშვიდობისმყოფელები" უკრაინაში გადაჰყავს, რათა დაუყოვნებლივ შეავსოს სამხედრო ძალის დანაკარგები.
უკრაინა ასევე იუწყება რომ რუსეთმა დაიწყო სერბეთიდან და სირიიდან მებრძოლების დაქირავება.
განცხადების მიხედვით, მტრის ჯარების გადაჯგუფების პროცესში დამატებით დანაყოფებს წვრთნიან, რათა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართონ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 9-10 მარტს სომხეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან 800 ჯარისკაცი გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, რათა მომავალში უკრაინაში საომრად გაუშვან. ასევე წყნარი ოკეანის ფლოტის მე-40 დანაყოფიდან 1500-მდე საზღვაო სამხედრო მატარებლით ბელარუსში გადაიყვანეს.