Accentnews.ge
კადიროვმა თავის სპეცრაზმს უკრაინელი ბავშვების ტყვედ აყვანა დაავალა [ვიდეო]

კადიროვმა თავის სპეცრაზმს უკრაინელი ბავშვების ტყვედ აყვანა დაავალა [ვიდეო]

13/03/2022 20:11:52 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს უკრაინაში მყოფი მისი სპეცრაზმელებისთვის ბავშვთა სახლში შეჭრა და ბაშვების ტყვედ აყვანა ჰქონდა დავალებული.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც კადიროვი სპეცრაზმელებთან ამ საკითხზე მსჯელობს.

ერთ-ერთი მებრძოლი მას მოახსენებს, რომ მათ "ბავშთა სახლი დაიპყრეს, შიგნით შეიჭრნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ დახვდათ".

"კადიროვი უკრაინაში ჩამოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, ბავშვების გატაცება დაგეგმა. ამაშია კადიროვშჩინას მთელი არსი: გატაცებები, წამება, დაშინება და სოცქსელებში პოზიორობა. სავარაუდოდ, სურდათ, ბავშვები მორიგი ვიდეორგოლის ჩაწერისთვის გამოეყენებინათ" - წერს ამასთან დაკავშირებით გერაშჩენკო.

თავად კადიროვი, მისი მონაცემებით, ივანკოვში იმყოფება.

"კადიროვი უკრაინაში ტყუილად არ მომიწვევია. მაგრამ რამზან, ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ! ივანკოვის სარდაფში კი არ უნდა იმალებოდე ახლა, ტანკს შემომხტარი კიევს უნდა უტევდე!", - მიმართავს კადიროვს გერაშჩენკო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S