ჩინეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართვას უარყოფს

14-03-2022 15:16:39 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს "Financial Times"-ის მიერ ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე "სეპცოპერაციის" მხარდასაჭერად პეკინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების თხოვნით მიმართვის თაობაზე.

«ეს დეზინფორმაციაა. ჩინეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინაში დეესკალაციის მომხრეა. ჩვენ დიპლომატიურ დარეგულირებას უნდა შევუწყოთ ხელი და არა დაძაბულობის ესკალაციას" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები