14-03-2022 16:39:33 მსოფლიო
რუსეთს ჩინეთისგან სამხედრო დახმარება არ უთხოვია, რადგან "საკმარისად აქვს საკუთარი პოტენციალი, უკრაინაში სპეცოპერაცია დათქმულ ვადებში წარმატებით დაასრულოს" - განაცხადა დღეს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პერსკოვმა ჩინეთის მიმართ რუსეთის თხოვნის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
«რუსეთს გააჩნია საკუთარი პოტენციალი ოპერაციის არათუ გასაგრძელებლად, არამედ წარმატებით დასასრულებლადაც. გიმეორებთ, სპეცოპერაცია უკრაინაში დათქმულ ვადებში, გეგმის მიხედვით გრძელდება და დასახული ამოცანები სრული მოცულობით შესრულდება»,— განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მან მოუწოდა რუსული მედიის წარმომადგენლებს, "დასავლელი კოლეგების ინფორმაცია პირვწლწყაროდ არ აღიქვან".