
უკრაინის მთავრობა ომისა და ომისშემდგომი პერიოდისთვის გათვალისწინებულ ახალ საგადასახადო მოდელს ამზადებს
14/03/2022 13:32:15 ეკონომიკა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უახლოეს ხანებში ომისა და ომისშემდგომი პერიოდისთვის გათვალისწინებულ ახალ საგადასახადო მოდელს წარმოადგენს.
ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.
"უკრაინის ეკონომიკური დაჩოქება - ეს დღეს ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე ომის ერთ-ერთი ამოცანაა და სამხედროსთან ერთად, ამ შემოტევის დაძლევაც უნდა შევძლოთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მოსახლეობა. ამდენად, მთავრობას მიეცა მკაფიო დავალება, დააბრუნოს მცირე და საშუალო ბიზნესი, მოსპოს ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი, მაქსიმალურად შეასუსტოს საგადასახადო წნეხი, მოაშოროს ამ მხრივ ყოველგვარი წინაღობა, რათა სისტემა ხალხს არ აწვებოდეს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ შეუძლიათ, იმუშავონ - იქ და ისე, როგორც შეუძლიათ. ომისა და ომისშემდგომი პერიოდისთვის გვჭირდება ახალი საგადასახადო სისტემა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.