14-03-2022 17:44:42 მსოფლიო
ოკუპანტები ქმნიან დაქირავებულთა რაზმებს, რომლებიც მზად არიან, ჯილდოს სანაცვლოდ აღასრულონ რუსი მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებები,– იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
მინისტრის ცნობით, სირიაში გაიხსნა დაქირავების ცენტრები, სადაც ბოლო დღეებში ათასზე მეტი ადამიანი აღირიცხა, მათგან 400-მდე ადამიანი უკვე ჩავიდა რუსეთში.
მისივე ცნობით, სირიელი დაქირავებული სამხედროების განთავსებისა და წვრთნის ბანაკები განლაგებულია უკრაინის საზღვართან, რუსეთის როსტოვსა და ბელარუსის გომელის რეგიონებში.
ცნობისთვის: უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსმა სირიაში გახსნეს დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.