Accentnews.ge
ინალ არძინბას მრჩევლად 19 წლის სტუდენტი დაინიშნა

ინალ არძინბას მრჩევლად 19 წლის სტუდენტი დაინიშნა

14/03/2022 14:33:56 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას თანაშემწედ 19 წლის სტუდენტი ედგარ გვაზავა დაინიშნა.

როგორც დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურში განაცხადეს, გვაზავა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) დსთ-ის კლუბის კოორდინატორია.

"იგი რუსეთში აფხაზეთის სახელჩოს ბაზაზე ახალგაზრდობის მხარდაჭერის ცენტრ "აფხაზეთის მომავლის" საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას" - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში, რომელსაც გასული წლის ნოემბრიდან კრემლის იდეოლოგ ვლადისლავ სურკოვის შეგირდი, აფხაზეთში მოსკოვის მიერ ხელდასმული, უკრაინის მიერ ძებნილი 31 წლის ინალ არძინბა ხელმძღანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S