
სომხეთი აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე დასთანხმდა
14/03/2022 14:47:22 კავკასია
სომხეთმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებათა ორგანიზებისთვის მიმართა, - იუწყება ოფიციალური ერევანი.
«სომხეთი პასუხობს აზერბაიჯანის წინადადებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტისა და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორისო ქარტიის საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების თაობაზე», – ნათქვამია ქვეყნის საგარო უწყების განცხადებაში.
მანამდე ბაქომ ერევანს ურთიერთობათა ნორმალიზების შესახებ 5-პუნქტიანი პროექტი გადასცა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბულობა ნარჩუნდება. 8 მარტს სროლის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა, გასულ ხუთშაბათს კი ყარაბარში ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა.