Accentnews.ge
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წვრთნები მიმდინარეობს

14/03/2022 17:34:22 კონფლიქტები, მსოფლიო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პოლიგონებზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე სომხეთს ადა ასტრახანის მხარეში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების წვრთნები დაიწყო,– იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

„საწვრთნელი ეტაპის განმავლობაში არტილერისტებს მოუწევთ ტაქტიკური, სპეციალური და ტექნიკური მომზადება, სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო ნაწილებს მოუწევთ საცეცხლე მისიების განხორციელება, რათა გაანადგურონ წარმოსახვითი მტრის სამიზნეები 2-დან 15 კმ-მდე მანძილზე როგორც პირდაპირი დამიზნებით, ასევე ფარული საცეცხლე პოზიციებიდან სხვადასხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სწავლებაში მონაწილეობს სამხრეთ სამხედრო ოლქის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჩართულია 300-მდე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „აკაციას“ თვითმავალი ჰაუბიცები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. რეაქტიული საარტილერიო დანადგარი „გრადი“, ტრანსპორტირებადი ნაღმტყორცნები „სანი“ და ა.შ.

არსებობს მოლოდინი, რომ მათ უკრაინაში გადასასროლად ამზადებენ, სადაც რუსეთი მე–19 დღეა, ახორციელებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S