
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
15/03/2022 05:46:44 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ალიანსის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე.
სხდომა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება.