Accentnews.ge
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო სისტემებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

10/09/2019 09:57:21 სხვა, რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ  სამცხე-ჯავახეთის  სამელიორაციო ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. 

წითლიძე რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, მათ შორის, რეაბილიტირებულ ყაურმა-მამწყვარასა და მამწვარას სარწყავი სისტემების მუშაობას გაეცნო. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზრესის სარწყავი სისტემის  აღდგენა მუნიციპალიტეტში 1140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდებას 440 ჰექტარზე გააუმჯობესებს.  

გენერალურმა დირექტორმა  რეგიონალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა სამომავლო გეგმები და ის პროექტები, რომლებსაც  უახლოეს პერიოდში  კომპანია  სამცხე-ჯავახეთში განახორციელებს. 

ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 9 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1700 ჰექტარზე გაუმჯობესდა.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S