Accentnews.ge
87 წლის ამომრჩეველი უბანზე: "69 წელია, არჩევნები არ გამიცდენია"

87 წლის ამომრჩეველი უბანზე: "69 წელია, არჩევნები არ გამიცდენია"

19/05/2019 15:02:02 სხვა, საზოგადოება

87 წლის ნათელა თოდუა ზუგდიდს ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. როგორც მოქალაქე აცხადებს, 69 წელია, არც ერთი არჩევნები არ გამოუტოვებია და მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. 

“87 წლის გავხდები იანვარში. ჩემი ფეხით მინდოდა მოსვლა, სანამ ცოცხალი ვარ, 69 წელია არჩევნები არ გამიცდენია. სანამ სიკვდილი არ მოვა, ჩემი ფეხით მოვალ არჩევნებზე, ასე იმოძრავეთ თქვენც ფეხით და არ დაბერდებით", - აცხადებს თოდუა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდელები მერს ირჩევენ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S