"ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ"
15/03/2022 12:16:33 პოლიტიკა
უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ეცნობება. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კონსულტაციები შეიძლება სხვადასხვა ფორმატში ჩატარდეს.
ამასთან ანდრეი კასიანოვს არ დაუკონკრეტებია ელჩის საქართველოში დაბრუნების თარიღი.
„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს კონსულტაციებზე გაიწვიეს. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. კონსულტაციები შეიძლება სხვადასხვა ფორმატში ჩატარდეს. როგორც იცით, უკრაინა 3 კვირა ომშია და საომარი მდგომარობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო ომის პირობებში აგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა კასიანოვმა.
14 მარტს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. დიპლომატი ტელეარხმა საცხოვრებელ რეზიდენციასთან გადაიღო.


