
ბიბილოვი: "საქართველოდან ინტერნეტის გადმოყვანაში ქრთამს მთავაზობდნენ"
15/03/2022 15:21:31 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის მტკიცებით, მას "საქართველოდან ინტერნეტის გადაყვანაში ქრთამს სთავაზობდნენ".
ამასთან, შემთავაზებლის ვინაობა მას არ დაუკონკრეტებია.
«ქრთამი არასოდეს მიმიცია ან ამიღია, სადაც არ უნდა მემუშავა. ეს რომ შემძლებოდა, ბიუჯეტში 855 მილიონის მობილიზებას ვერ შევძლებდით. თუმცა შემოთავაზებები იყო. მოვიყვან მაგალითს: მოდის ჩემთან ერთ-ერთი დეპუტატი და მეუბნება, რომ ჯიბეში ყოველდღიურად მექნება 7 მლნ რუბლი, თუ საქართველოდან ინტერნეტს გადმოვიყვანთ. საპასუხოდ ვუთხარი, ჩემი კაბინეტიდან გათრეულიყო. არსებობენ ასეთი ადამიანები, რომელთათვისაც მორალური მხარე დაკარგულია», – განაცხადა ბიბილოვმა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და იქვე დასძინა, რომ "კორუფციასთან ბრძოლას პირველი შეუწყობს ხელს".