Accentnews.ge
კადიროვი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლად იმყოფება, ჩეჩნეთშია

კადიროვი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლად იმყოფება, ჩეჩნეთშია

16/03/2022 05:29:53 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც 14 მარტს ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლად იმყოფება და უკრაინის ხელისუფლებას დანებებას ურჩევდა, ჩეჩნეთშია.

კადიროვის ტელეგრამ-არხზე 15 მარტს გამოქვეყნებული ვიდეოს და ტექსტის მიხედვით, კადიროვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან პატრუშევთან და ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელ ჩაიკასთან ერთად სოფელ ახმატ-იურტში იმყოფებოდა მამის, „ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის და რუსეთის გმირის“ ახმად კადიროვის საფლავზე.

14 მარტს, ღამით კადიროვის ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები", რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“. კადიროვის "მარჯვენა ხელად" და "ჯალათად" წოდებული დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია.

14 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე კადიროვის ყოფნის თაობაზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S