
ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრები უკრაინაში საომრად გაგზავნეს
16/03/2022 10:02:51 კონფლიქტები
რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტორები, როლებიც ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრები არიან, უკრაინაში გაემგზავრნენ,– იუწყება "ეხო კავკაზა".
გამოცემა აღნიშავს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ტექნიკა ჯერ ქალაქ ცხინვალს ტოვებს, შემდეგ კი მთელს რეგიონს როკის გვირაბის გავლით.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა ე.წ პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.
"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები. ბევრ მათგანს ვესაუბრე, ისინი ძალიან მოტივირებული არიან. მიდიან ჩვენი ძმების გამო შურის საძიებლად", - ამბობს კოკოითი.
როგორც "ეხო კავკაზა" წერს, უკრაინაში გაგზავნის გამო სოციალურ ქსელებში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს აკრიტიკებენ, რადგან მისი გადაწყვეტილებით მოხდა კონტრაქტზე მყოფი პირების ნაწილის რუსეთის მე-4 ბაზაზე გადაყვანა.