
უკრაინის ომის ფონზე რუსულმა და აფხაზურმა დანაშაულებრივმა სამყაროებმა დაზავება გადაწყვიტეს
16/03/2022 18:12:25 კონფლიქტები
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დანაშაულებრივმა სამყაროებმა დაზავება გადაწყვიტეს. ამაზე აფხაზეთის დანაშაულებრივი კლანის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს თავკაც ზაქრო ქალაშოვს შეუთანხმდა, - იუწყება "Прайм Крайм".
მისივე ინფორმაციით, დაზავების ინიციატორი ქალაშოვი იყო, რომელმაც "კანონიერ ქურდებს" 14-წლიანი განხეთქილების დასრულების წინადადებით მიმართა.
გარდა ამისა, რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, გადაიხედოს კლანობის წევრობა იმ პირთა მიმართ, რომელთათვისაც "ქურდის" სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. მათ რიცხვში თავად ქალაშოვის ნათესავებიც შედიან.
გამოცემის ინფორმაციით, მარტში თურქეთში მხარეების კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრების სერია გაიმართა ნეიტრალურ პირთა მონაწილეობით, რომელზეც "ბრალდებებისა და მოკითხვის გარეშე დაშლის" გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ცნობისთვის: ორი დანაშაულებრივი სამყაროს კონფლიქტი გამწვავდა 2021 წლის სექტემბერში, როცა ჯანგველაძის კლანის რამდენიმე წარმომადგენელმა ქალაშოვის მხარეს გადაინაცვლა.
2021 წლის აპრილში საქართველოში შურისძიების მიზნით მკვლელობა მოხდა, რომელმაც კლანების მორიგი დაპირისპირება გამოიწვია.
თავად ქალაშოვს 2018 წელს რესტორან Elements-ის მფლობელისგან 8 მლნ რუბლის გამოძალვის ბრალდებით თითქმის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.