Accentnews.ge
"ტელეკომპანია „დოჟდის“ 10-ზე მეტი ჟურნალისტი შემოვუშვით"

"ტელეკომპანია „დოჟდის“ 10-ზე მეტი ჟურნალისტი შემოვუშვით"

17/03/2022 13:20:40 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ტელეკომპანია „დოჟდის“ 10-ზე მეტი ჟურნალისტი საქართველოში შემოუშვეს.

იგი უარყოფს, რომ გადაწყვეტილება "დოჟდის“ ჟურნალისტ მიხაილ ფიშმანთან დაკავშირებით მიიღეს რაიმე სახის პოლიტიკური საბაბით.

„როდესაც იგივე ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი იყო შემოსული, იგი ["დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი] იყო მე-19, მე-10 თუ მე-13. ეს ადამიანი რა პრინციპით იყო… ეს იყო ვარსკვლავი „დოჟდის“ტელევიზიაში და ეს პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით?! ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? მაშინ არავის შემოვუშვებდით. თითქოს „დოჟდის“ ჟურნალისტებზე იყო რაღაც აქცენტი ან დავალება, ეს ლოგიკაშიც არ ჩანს და პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით“, – აცხადებს გომელაური.

მისივე თქმით, ხშირად, სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიიდანაც არ შემოუშვიათ მოქალაქეები:

„იყო შემთხვევები, მოსულა ელჩი ნაწყენი და უთქვამს, რატომ არ შემოუშვით. გვითქვამს, აი, ამიტომ არ შემოვუშვით. პასუხად მიგვიღია: კარგი, ბოდიში“.

როგორც მინისტრამ განაცხადა, მესაზღვრე გაიდლაინებისა და წესების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.

ტელეკომპანია „დოჟდი“ იძულებული გახდა, 4 მარტს მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს აუკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება, ასევე, ომისთვის ომის დარქმევა. 6 მარტს საქართველოში „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S