Accentnews.ge
"რუსეთთან სავიზო რეჟიმს შს მინისტრი ვერ შემოიღებს, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს"

"რუსეთთან სავიზო რეჟიმს შს მინისტრი ვერ შემოიღებს, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს"

17/03/2022 14:13:01 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება მისი გადასაწყვეტი არაა და ამაზე მმართველი გუნდი უნდა შეთანხმდეს. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრს რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებაზე რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა.

გარდა ამისა, „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გომელაურს ჰკითხა არიან თუ არა პოტენციური საფრთხის მატარებელი რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ერთი წლით ცხოვრობენ.

„კითხვები იყო რუსეთის მოქალაქალაქეები ცხოვრობენ ერთი წელი… ალბათ, კანონი უნდა შეიცვალოს, შინაგან სამქეთა მინისტრი ვერ გადაწყვეტს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, ერთი წელი უნდა იყვნენ აქ თუ სამ თვეში უნდა გავიდნენ და შემოვიდნენ. კანონი შეიცვალოს და ჩვენ შევასრულებთ. ჩვენ ვართ კანონის აღმასრულებლები“, – განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S