Accentnews.ge
"უსაფრთხოების საბჭოზე ძლიერი შემადგენლობით პრემიერთან თითქმის 4 დღე და ღამე ვიყავით შეკრებილი"

"უსაფრთხოების საბჭოზე ძლიერი შემადგენლობით პრემიერთან თითქმის 4 დღე და ღამე ვიყავით შეკრებილი"

17/03/2022 14:12:23 სამართალი

უსაფრთხოების საბჭო და საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით პრემიერთან თითქმის ოთხი დღე და ღამე ვიყავით შეკრებილი - ყველა მიმართულებით განვიხილავთ, რა საფრთხეები შეიძლება დამუქრებოდა ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც იმავდროულად უსაფრთხოების საბჭოს მდივანია.

გომელაურს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჰკითხა, როდის შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ბოლოს და რა ფორმატში ესწრებოდა მას პრეზიდენტი.

როგორც გომელაურმა განმარტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების საბჭო 27 თებერვალს შეიკრიბა.

„მას ქალბატონო პრეზიდენტი არ ესწრებოდა. ესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი. განვიხილეთ საკითხები, საფრთხეები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S