Accentnews.ge
შს მინისტრი - „ალტ-ინფოზე“: "კანონი უნდა დაიხვეწოს, მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შსს–ს თანამშრომლები"

შს მინისტრი - „ალტ-ინფოზე“: "კანონი უნდა დაიხვეწოს, მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შსს–ს თანამშრომლები"

17/03/2022 13:44:29 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ალტ-ინფოს“ მისი უწყება ვერ დახურავს.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი უნდა დაიხვეწოს.

„ალტ-ინფო“ უნდა დაიხუროს თუ არა, ამაზე შესაძლოა ჩემი აზრი მქონდეს. ბევრი რამ უნდა დაიხუროს, ან არ უნდა დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელთ. მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S