Accentnews.ge
აშშ–ში პუტინს „კრიპტოვალუტური დარტყმა" მოუმზადეს

აშშ–ში პუტინს „კრიპტოვალუტური დარტყმა" მოუმზადეს

17/03/2022 21:17:18 მსოფლიო

შეერთებულ შტატებში მომზადდა კანონპროექტი, რომლის წყალობითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისა და მისი თანამოაზრეებისთვის ეკონომიკური სანქციების კრიპტოვალუტის გამოყენებით თავიდან აცილების პოტენციურ გზა დაიხურება.

შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, – დაწერა ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა Twitter-ზე.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს არ შეუძლია, ნება დართოს რუსეთის ლიდერს და მის მხლებლებს, დამალონ თავიანთი სიმდიდრე და აირიდონ ეკონომიკური სანქციები კრიპტოვალუტის დახმარებით.

"კოლეგებთან ერთად მომზადებული ჩემი ახალი კანონპროექტი დახურავს ამ პოტენციურ გზას და უზრუნველყოფს რუსეთის პასუხისმგებლობას", - დასძინა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში სახელმწიფოში კრიპტოვალუტის სრულად აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, რასაც დასავლური ქვეყნების უპრეცედენტო სანქციები მოყვა, გადაწყვეტილება შეიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S