Accentnews.ge
შს მინისტრი: "ჟურნალისტები ფაქტობრივად, თავს დაესხნენ პოლიციას"

შს მინისტრი: "ჟურნალისტები ფაქტობრივად, თავს დაესხნენ პოლიციას"

19/05/2019 16:13:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციაზე „თავდასხმად“ შეაფასა მასმედიის წარმომადგენლების ქმედება, როდესაც ისინი პოლიციელთა „პიკაპების“ დათვალიერებას ცდილობდნენ. სენაკში ჩასულმა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა სამართლებრივი შეფასებები მოჰყვეს.

„ის, რაც თქვენ გააკეთეთ, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფაქტობრივად თავს დაესხით და ის პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს და შეფასებაც“, - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორი გიორგი კაპანაძე.ამ დროისთვის ის თავსიუფალია. ჟურნალისტმა მისი დაკავება გახარიას პირად შურისძიებად და მის "განეიტრალების" მცდელობად შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S