Accentnews.ge
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ24-კმ39 მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ24-კმ39 მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

19/03/2022 07:01:08 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ24-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. ამავე გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S