
სამირა ბაირამოვა:„ალტ-ინფომ“ პირველი მუქარა შეასრულა"
20/03/2022 08:59:22 სამართალი
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვა წერს, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა, ენმ-ის მარნეულის ოფისის ფასადი დაამახინჯეს და წარწერები დატოვეს.
„„ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დაამახინჯეს. კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაციაა. იმედი მაქვს შსს-ს ესმის, ისინი რამდენად საშიში არიან,“- წერს სამირა ბაირამოვა.