Accentnews.ge
ბოკუჩავას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [ვიდეო]

ბოკუჩავას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [ვიდეო]

19/05/2019 16:49:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ზუგდიდის #9 საარჩევნო უბანი გაერთიანებული ოპოზიციის წევრ თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. როგორც ირკვევა, ბოკუჩავა დამკვირვებლის სტატუსით უბანზე მართვის მოწმობით იმყოფებოდა. ეს გარემოება კომისიის წევრებმა კანონდარღვევად შეაფასეს და პოლიცია გამოიძახეს. 

"უამრავი ჩემი კოლეგა, როგორც დამკვირვებელი, ისე შედის უბანზე მართვის მოწმობით, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. აქ არ არის საუბარი ხმის მიცემაზე. გასაგებია, რომ ხმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან პასპორტით. ამათ ჩემთან ჰქონდათ პრობლემა. ეს აბსურდული არგუმენტია. უბრალოდ თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ამ  უბანზე არ უნდა ვყოფილიყავი. მე-9 უბანი არის ის უბანი, სადაც მოხდა დაპირისპირება, სადაც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია პანიკა საუბნო კომისიის ხელმძღვანელობაში, გადაწყვიტეს, დაერეკათ პოლიციელებისთვის, პოლიციელები არ გაერკვნენ, რა ხდებოდა, მეცნენ, ვთხოვდი, თუ შეიძლება, დავრეკოთ ცესკო-ს თავმჯდომარესთან, მე ვარ ცესკო-ში ენმ-ის წარმომადგენელი და გაიარეთ მათთან კონსულტაცია, იქნებ თქვენ მაინც გაერკვეთ კანონში, მაგრამ ეს არ ისურვეს, ბრუტალურად მეცნენ და გამოათრიეს. პოლიციელები გამოცვალეს ახლა. აქ იდგა კრიმინალური პოლიცია, ახლა ჩააყენეს პატრული",– განაცხადა ბოკუჩავამ.  

ცნობისთვის: საქართველოში რიგგარეშე და შულედური არჩევნები დასრულდა. 20:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. არჩევნები 410 სააერჩევნო უბანზე ტარდებოდა. თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე და ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S