Accentnews.ge
ომში მყოფი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ის სასამართლოში დაიბარეს

ომში მყოფი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ის სასამართლოში დაიბარეს

21/03/2022 09:06:28 პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვლის განცხადებით, ის სასამართლოში დაიბარეს.

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა: “რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ”, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა 4 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის უკრაინაში საბრძოლველად მიდოდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S