
ქუთაისიდან ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლის განხორციელება დაიწყო
11/09/2019 13:49:55 ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტიდან ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლის განხორციელება დაიწყო. ცოტა ხნის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.
10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება.