დუდაევის ბატალიონის მეთაური ადასტურებს, რომ „კადიროველებს“ რუსი სამხედროების შემაკავებლად იყენებენ

21-03-2022 17:38:04 ევროპა

ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაურმა ადამ ოსმაევმა Кавказ.Реалии–სთან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდია გამოიყენება "შემაკავებელ რაზმებად", რომლებიც სხვა დანაყოფების სამხედრო პერსონალს აკავებენ, რომლებიც ბრძოლის ველიდან გარბიან.

"მეტიც, ბევრ რუს სამხედროს სძულს „კადიროველები“, მათთვის ხაფანგის დადებასაც კი ცდილობენ. არ გამიკვირდება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება. ჩვენ ამას პერიოდულად ვხედავთ ჩეჩნეთში", - ამბობს ოსმაევი.

მისივე თქმით, რუსეთის სარდლობამ „კადიროვიელები“ სპეციალურად გადაიყვანა დონბასში, „რათა აჩვენოს რაღაც გამარჯვება მაინც“:

”მაგრამ ალყაშემორტყმული მარიუპოლსაც კი ვერ აიღეს“.

21 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ჩეჩნურ ენაზე მოსმენილი საუბრები, სავარაუდოდ, ეროვნული გვარდიის მებრძოლსა და მის მეუღლეს შორის. ჩანაწერის მიხედვით მებრძოლი მის მთავარ ამოცანაზე საუბრობს - ბრძოლის ველიდან გაქცეული რუსი სამხედროების შეკავება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიას კომენტარი არ გაუკეთებია. სატელეფონო საუბარში სამხედრო მოსამსახურე მეუღლეს სთხოვს, არ ინერვიულოს, რადგან მათი ქვედანაყოფი არ არის ფრონტის ხაზზე: „ჩვენი ამოცანაა, უკან [ბრძოლის ველზე] დავაბრუნო ის ჯარისკაცები,, რომლებიც გაფანტვას იწყებენ“.

ის ასევე ამბობს, რომ უკრაინული არტილერია დღედაღამ ბომბავს რუსეთის პოზიციებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კადიროველებს“ ახლა "TikTok-ის ჯარებს" უწოდებენ დადგმული ვიდეოების გამო, რადგან ომში ისინი "გამოირჩეოდნენ" მხოლოდ "ვიდეოზარებითა და სისასტიკით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები