Accentnews.ge
"ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადასროლილ რუსულ ძალებს შავი დღე უდგათ"

"ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადასროლილ რუსულ ძალებს შავი დღე უდგათ"

21/03/2022 15:12:12 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში გადასროლილ რუსულ ძალებს "შავი დღე" უდგათ.

ცნობები ამის შესახებ მათ მიერ სხვადასხვა სოცქსელებში ვრცელდება. ამავე ცნობების თანახმად, ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთის მე-7 რუსული ბაზიდან გადასროლილი სამხედროებისა და ტექნიკის კუთხით.

"ვინ დაგვიცავს "კეთილი მეზობლის" თავდასხმის შემთხვევაში? ბიჭები აღარ დაგვრჩა" - წერენ სოცქსელებში ოსი ინტერნეტ-მომხმარებლები.

„ცენზორ.ნეტ“–ის მთავარი რედაქტორის, სამხედრო ექსპერტ იური ბუტუსოვიც იუწყება, რომ "უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული მე-7 რუსული ბაზის სამხედროების ნაწილი და ტექნიკა განადგურებულია".

მისივე ცნობით, ისინი ვინც შეტევას გადაურჩნენ, ტექნიკა ადგილზე მიატოვეს და გაიქცნენ.

ცნობისთვის: 7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებოდნენ და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებდნენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით:

თუმცა ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ აგზავნიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S