ზალკალიანი ოკუპირებულ

17-02-2019 22:39:26 თვალსაზრისი ,ანალიზი

6–7 თებერვალს ჟენევაში რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტიციაზე მომუშავე ერთობლივი სამმხრივი (საქართველო-რუსეთი-შვეიცარია) კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ქართულ მხარეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ჩინოსნები წარმოადგენდნენ.

შეიძლება, ითქვას, რომ 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში პირველი ერთობლივი ნაბიჯი გადაიდგა. მეტს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე ნათქვამია თბილისისა და მოსკოვის განცხადებებში“, – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ხსენებული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

თბილისისა და მოსკოვის მის მიერ ნახსენებ განცხადებებში კი, რომელთა შინაარსი ამჯერად ფაქტობრივად იდენტური იყო, ინფორმატიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება, იყოს საყურადღებო: 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

"6 თებერვალს ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა. შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები. ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2011 წლის დოკუმენტი: მითები და რეალობა

წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად ოპოზიციონერი დეპუტატი სერგი კაპანაძეთავის დროზე 2011 წლის შეთანხმების პროექტის მზადებაში მონაწილეობდა. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დღემდე არსებულ კითხვებსა და ბოლოდროინდელ რუსულ პროპაგანდას მან“Пограничная ZONA”-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.

ტერმინალების ლოკაცია, როგორც რუსეთის ვაჭრობის საგანი

სერგი კაპანაძის თქმით, მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, სად უნდა განთავსდეს ტერმინალები რუსულ მხარეს:

რუსულ მხარეს ტერმინალები უნდა განთავსდეს იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ტვირთების მონიტორინგი იქნება შესაძლებელი. 2011 წლის შეთანხმებაში შესაბამისი კოორდინატებით მონიშნული ადგილებია ტერიტორიები მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის ჩრდილოეთით. მნიშვნელოვანი ისაა, კონკრეტულად სად განთავსდება ტერმინალები იქ: ეს უნდა იყოს ის ადგილები, საიდანაც ტვირთების მონიტორინგი რეალურად იქნება შესაძლებელი, რადგან თუ ტერმინალი განთავსებულია, მაგალითად, რომელიმე გარეუბანში, რომელზეც ტრანზიტი არ გაივლის, მაშინ ასეთ ტერმინალს აზრი არ ექნება. ახლა მთავარი სწორედ ესაა, კონკრეტულად სად განათავსებს რუსეთი ამ ტერმინალებს”.

კაპანაძის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რომლით ვაჭრობითაც რუსული მხარე დროს წელავდა: მოსკოვი ამბობდა, რომ ამ ტერმინალების სხვაგან გადატანა სურდა.

რაც შეეხება ქართულ მხარეზე განსათავსებელ ტერმინალებს, მისი შეფასებით, ამ მხრივ არანაირი პრობლემა ან “წყალქვეშა რიფი” არ არის:

"ზოგადად, ტერმინალი ნებიმიერ დგილზე შეიძლება, ანთასდეს – გორში, ზუგიდში, ჭიათრაში, - სადაც გნებავთ და ას ოკპირებული ტერიტორებიე.წ. სუვერენიტეტის აღიარებასთან არნაირი კავშიი არ ქნება, ზუსტად ისე, როგორც თბილისშიქმეი რამდენიმე ტერმინაი აიშნავს თბილისს რააც საზღს რომეიმე სხვასახელმწიფოსთან”.

ძაღლის თავი პროცედურებშია დამარხული?

ამ კუთხით მთავარი, კაპანაძის თქმით, ისაა, რა პროცედურებით განხორციელდება მონიტორინგი:

თუ ეს იქფხაზთსა და ცხვალს რონშვალი ტვითებინბაჟა, მაშინ გაოვა, რომ ვემათ ე.წ. სუვერეიტეტს მრთაც ვაიაებთ. არაფერ მსგავსს 2011 წლის შეთანხმება არ შეიცავს და, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ რ მჯე, რომ საქართველოს მოქმედი ან ნებისმიერი სვა ხელისუფლება ამაზე დესმე წავიდეს, რადგან ეს სამშობლოს პირდაპირი ღალატი იქნება.

მისივე გნმარტებით, აქ გათვალისწინებულია ორხვადაოცედურა:

  • საბაჟო რაკურსი (ექსპორტი): თუ ჩვენ რამის ექსპორტირებას ვახდენთ რუსეთში, ეს საექსპორტო პროცედურით უნდა განხორციელდეს;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან კომერციული ურთიერთობები (თუ ჩვენ რაიმე შეგვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობის შესახებ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად).

კაპანაძის განმარტებით, ფიზიკურად ისინი ერთსა და იმავე ტერმინალში შეიძლება, განხორციელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცედურა ერთნაირია.

არსებობს თუ არა კავშირი ტერმინალების ლოკაციასა და ტერიტორიის ე.წ. საბაჟო სუვერენიტეტს შორის

ბოლო პერიოდში რუსულ მედიაში არაერთი ხმამაღალი დეზინფორმაციული მოსაზრება გამოქვეყნდა, თითქოს “საბაჟო პუნქტები” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დე ფაქტო საზღვრებზე მათი “საბაჟო დამოუკიდებლობის აღიარებას” ნიშნავს.

თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით სერგი კაპანაძე განმარტავს, საუბარია არა საბაჟოებზე, არამედ ტერმინალებზე, რომელთაც “არაფერი აქვთ საერთო ე.წ. საბაჟო სუვერენიტეტთან, რომელიც ბუნებაშიც კი არ არსებობს”:

ტერმინალების ლოკაცია სუვერენიტეტთან არანაირ კავშირში არ არის. ზოგადად, ტერმინალი შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე იყოს განთავსებული. მაგალითად, მარტო თბილისის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერმინალი მოქმედებს და, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისი რომელიმე სხვა სახელმწიფოს ესაზღვრება”.

კაპანაძე იმეორებს, რომ მთავარი საკითხი აქ იმაში მდგომარეობს, რა პროცედურებით განხორციელდება ტვირთების მომსახურება ამ ტერმინალებში:

2011 წლის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. ანუ, იმ ტვირთების მომსახურება, რომელიც რუსეთში წავა, საექსპორტო პროცედურებით უნდა განხორციელდეს, რადგან აქ საერთაშორისო ვაჭრობაზეა საუბარი. ხოლო თუ რამე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავა, ეს უკვე სხვა პროცედურით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ჩვენ – საქართველოს გვაქვს სპეციალური პროცედურა ოკუპირებულ ტერიტორიბთან სავაჭროდ”.

2011 წლის შეთანხმება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სუვერენიტეტი

ამ დღეებში გამოქვეყნდა ერთ-ერთი აფხაზი ჩინოსნის ინტერვიუ, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ დე ფაქტო რეჟიმისთვის ამ მხრივ “დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს კანონმდებლობა იქნება სახელმძღვანელო"….

თუმცა როგორც საპასუხოდ სერგი კაპანაძე აღნიშნავს, 2011 წლის შეთანხმებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი, რაც, მისი შეფასებით, მაჩვენებელი იყო იმისა, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ამ შეთანხმების ხელმომწერ რუსეთს”:

"კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს (და ამას თავის განცხადებებში რუსეთისოფიციალურმა წარმომადგენლებმაც გაუსვეს ხაზი), რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივ – რუსეთ-საქართველოს შეთანხმებაზე. ჩვენთვის – ქართული მხარისთვის ეს შეთანხმება იმხანად [2011 წელს] სწორედ შემდეგი მიზეზით იყო ხელსაყრელი: იმით, რომ დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის სამ დერეფანს ფარავს - აფხაზურს, ოსურსა და ლარსს, ასევე იმით, რომ მოსკოვმა დაადასტურა ჩვენი უფლება, მივიღოთ ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ვაჭრობის შესახებ (შეთანხმების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რაც ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში გავა და ყველაფერი, რაც რუსეთიდან ამ ტერიტორიებზე შევა, მონიტორინგს დაექვემდებარება დადოკუმენტის საფუძველზე შექმნილი კომიტეტი საქართველოს ხელისუფლება ამომწურავინფორმაციას მიაწვდის ამ ტვირთბრუნვის შესახებ), რუსეთმა მოახდინა იმის დადასტურება, რომ ეს სამი დერეფანი არსებობს ორ სახელმწიფოს – მასსა და საქართველოს შორის და, შესაბამისად, პრინციპში, აღიარა ჩვენი სუვერენიტეტი მთელს ამ ტერიტორიაზე [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე], ამავდროულად კი ისიც აჩვენა, რომ მისთვის ამ ე.წ. სუვერენული სახელმწიფოების სუვერენიტეტი რეალურად, არაფერს ნიშნავს. სწორედ ამიტომაა ეს შეთანხმება მიუღებელი სოხუმისა და ცხინვალისთვის. რაც შეეხება რუსეთს, იმხანად მას დათმობაზე წამოსვლა მოუწია, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უნდოდა გაწევრიანება და უთხრეს, რომ 2011 წლის შეთანხმების გარეშე ამას ვერ მოახერხებდა”.

ვის არ აწყობს რეალურად 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაცია

ბოლო პერიოდში “საქართველოს მხრიდან რუსეთთან უმნიშვნელოვანეს დათმობაზე წასვლის” შესახებ რუსული პროპაგანდისტული სტატიების გამოქვეყნების მიზეზს კაპანაძე იმაში ხედავს, რომ მოსკოვს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაცია არ აწყობს და სწორედ ამიტომ ცდილობდა მთელი 7 წლის განმავლობაში, დოკუმენტის იმპლემენტაციის დაწყება გადაევადებინა.

ამასთან, იგი იმპლემენტაციის გაჭიანურებაში ქართული მხარის, კერძოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბრალეულობასაც აღნიშნავს და აცხადებს, რომ “ჯერ ვერ გაერკვნენ, შემდეგ ვერ მიიტანეს [მმართველი გუნდის ლიდერ, ექს-პრემიერ ბიძინა] ივანიშვილამდე, მერე უბრალოდ ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ა.შ.”:

"ამ ფონზე რუსეთი მაშინ საქართველოს ზურგსუკან იმალებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე, როცა ჩვენმა მხარემ, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რუსეთმა დაიწყო დროის წელვა სხვადასხვა საბაბით. მოსკოვი დღესაც ამას აგრძელებს და ცდილობს, საინფორმაციო ომის გზით ჩამოაყალიბოს აზრი, თითქოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოსთვისაა არახელსაყრელი – ალბათ, იმ იმედით, რომ თბილისი უკან დაიხევს და არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდება. ჩემის მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რეალურად, საქართველო 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციით მხოლოდ იგებს და არაფერს კარგავს”.

2011 წლის შეთანხმება და ე.წ. სომხური ტრანზიტი

ბოლო პერიოდში მიმდინარე საინფორმაციო ომის მეორე ნაწილი ე.წ. სომხური ტვირთების ტრანზიტსა და “სომხეთისთვის ბლოკადის მოხსნას” ეხება. როგორც ცნობილია, 2011 წლის შეთანხმების სწრაფი იმპლემენტაციისადმი ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ სომხეთი იჩენდა.

რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი ტვირთების 80% სადღეისოდ ზემო ლარსს გაივლის. სომეხი ექსპერტები 6 ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავენ: საჰაეროს; საზღვაოს (ფოთის გავლით); სამ სახმელეთოს (დერეფანი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის გავლით; ავარო–კახეთის გზა დაღესტნის გავლით; ზემო ლარსი); სარკინიგზოს (გაივლის აფხაზეთს ზუგდიდი–სოჭის მარშრუტით).

ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხეთისთვის ყველაზე მისაღებად ითვლება ნარი (ჩრდილოეთ ოსეთი)–გორის მარშრუტი, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიას გაივლის: იგი ლარსის მარშრუტზე 80 კილომეტრით გრძელია, მაგრამ უფრო კომფორტული კლიმატური პირობებისა და რელიეფის თვალსაზრისით.

თუმცა როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, 2011 წლის შეთანხმებას ტრანზიტთან საერთო არაფერი აქვს:

ეს არის შეთანხმება ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ: რეალურად, საუბარია რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ვაჭრობის მონიტორინგზე. სხვა ვაჭრობა ახლა უბრალოდ არ არსებობს, არ გვაქვს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა ოკუპირებული ტერიტორიების გავლით. ცხადია, არ არსებობს ასეთი ვაჭრობა სომხეთთანაც. ანუ, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს ტრანზიტის გახსნას. ხოლო საუბრები ამ თემაზე იმიტომ მიდის, რომ სომხეთს აქვს მსგავსი ტრანზიტის გახსნის იმედი და ამისათვის ამ შეთანხმების გამოყენებას ცდილობს.რეალურად, ტრანზიტის გახსნას სხვა, ცალკე გადაწყვეტილება სჭირდება, რომელსაც 2011 შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საპასუხო პიარ-კამპანია ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან, რომელსაც ე.წ. სომხური ტრანზიტის გახსნა არ სურს. რეალურად კი, 2011 წლის შეთანხმება არც ბაქოს და არც არავის ავნებს, რადგან ტრანზიტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, ვისაც ეს შეთანხმება შეიძლება, ვნებდეს, რუსეთია - იმ კუთხით, რომ იგი პრაქტიკულად უარს ამბობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სუვერენიტეტზე”.

2011 წლის შეთანხმება და აფხაზეთის რკინიგზა

რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების კონტექსტში საქართველოში – შიშით, სომხეთში კი იმედით ბევრს საუბრობდნენ აფხაზური რკინიგზის შესაძლო გახსნაზეც.

თუმცა სერგი კაპანაძე ცალსაცად აცხადებს, რომ 2011 წლის შეთანხმებაში აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე არაფერია ნათქვამი:

კიდევ გავიმეორებ: თუ ოდესმე მივიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტრანზიტის გახსნის შესახებ, - იქნება ეს აფხაზეთის რკინიგზა, ტრანზიტი სომხეთში, თურქეთში თუ რომელიმე სხვა მარშრუტით, მაშინ 2011 წლის შეთანხმება ამ ტვირთების მონიტორინგისთვისაც იქნება გამოყენებული. მაგრამ თავად ეს შეთანხმება ტრანზიტს არ ითვალისწინებს, არ ეხება და ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა”.

რა შეიძლება, მოუტანოს საქართველოს ტრანზიტის ჰიპოტეტიურმა გახსნამ

რაც შეეხება იმას, ოდესმე, სამომავლოდ მსგავსი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რამდენად სასარგებლო შეიძლება, იყოს საქართველოსთვის ტრანზიტის გახსნა, კაპანაძის შეფასებით,მსგავსი ტრანზიტის გახსნის შემთხვევაში საქართველოს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე უკვე ხელთ ექნება მისი მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით, ტრანზიტის შესაძლო გახსნიდან საქართველომ შესაძლოა, იზარალოს:

ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ტრანზიტი: თუ საუბარი იქნება საერთოდ ე.წ. საზღვრების [ენგურის, ე.წ. ტრანსკამის] გახსნაზე და აქ ნაგულისხმევი იქნება ადამიანების გადაადგილება, ადამიანების დაბრუნება, კომერციული ურთიერთობები, ამ შემთხვევაში და ამ რაკურსში შეიძლება, გავხსნათ ეკონომიკური ურთიერთობები. თუ ტრანზიტი მსგავსი რამის ნაწილი იქნება, მაშინ კი ბატონო. მე, მაგალითად, მზად ვიქნებოდი მსგავსი რამის განსახილველად.მაგრამ თუ საუბარია ე.წ. დახურულ ტრანზიტზე, ანუ იმაზე, რომ ტვირთმა გაიაროს ამ ტერიტორიაზე პირდაპირ სომხეთში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რას მოგვცემს ეს ჩვენ. ე.წ. დახურული – კალინინგრადის ტიპის ტრანზიტი ჩვენთვის არანაირად არ არის ხელსაყრელი”.

კონტრაქტის საიდუმლოება

2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით 7-წლიანი სტაგნაციის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს ბერნში ქართულმა მხარემ შვეიცარიულ კომპანია SGS-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წლის მაისში კი ანალოგიური კონტრაქტი მასთან მოსკოვმა გააფორმა. თუმცა ეს დოკუმენტები კონფიდენციალურია და საკითხის სახელმწიფო მნიშვნელობის მიუხედავად, “კომერციული საიდუმლოების” მოტივით მხარეები მათ არ ასაჯაროებენ.

სერგი კაპანაძე თვლის, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონტრაქტის შინაარსი უნდა განსაჯაროვდეს:

მე პირადად უკვე გამოთხოვილი მაქვს კონტრაქტის ასლი შესაბამისი უწყებებიდან, ის ჯერ არ მიმიღია, თუმცა როგორც მომწერეს, ეს კონტრაქტი 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მასთან არანაირ წინააღმდეგობებს არ შეიცავს. თეორიულად, ყველაფერი შეიძლება, წარმოიდგინო, თუმცა ზოგადად, ძალზე ძნელია, რაიმე გააფუჭო კონტრაქტით, რომელიც 2011 წლისშეთანხმებიდან და მასთან ერთად შეთანხმებული კიდევ ერთი იმ დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომლითაც კონტრაქტის არსი იყო განსაზღვრული. იმ დამატებითი, შეთანხმებული დოკუმენტით მომავალი კონტრაქტის არსი უკვე ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული იყო, რჩებოდა მხოლოდ მისი გარდაქმნა საკუთრივ კომერციულ კონტრაქტად”.

ერთადერთი კითხვა, რომელიც, კაპანაძის განმარტებით, რჩება და ეს საკითხი კონტრაქტშიც უნდა ჩაწერილიყო, იმაში მდგომარეობს, კონკრეტულად სად უნდა განლაგდეს ტერმინალები.

ჩემთვის კონტრაქტი სწორედ ამითაა საინტერესო და ამიტომ ველოდები ასლის მოწოდებას” - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები