სეპარატისტული ბატალიონის მეთაურმა „კადიროველების“ ცუდი მომზადების შესახებ საკუთარი შეფასება უარყო

22-03-2022 15:32:48 კავკასია

პრორუსი სეპარატისტების ბატალიონის "აღმოსავლეთი" მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ უარყო საკუტარი სიტყვები უკრაინაში ჩეჩნეთიდან გაგზავნილი მებრძოლების არაპროფესიონალიზმისა და ცუდი მომზადების შესახებ. შესაბამისი ვიდეო ტელეგრამ–არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა.

ჩანაწერში ხოდაკოვსკის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან და ჯადიროვის „ჯალათად“ წოდებული ადამ დელიმხანოვი ესაუბრება.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს დღეს სეპარატისტი მეთაური ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას, ის პასუხობს: „ჩვენ შევხვდით პროფესიონალებს“. მანამდე კი ხოდაკოვსკი „კადიროველებს“ უწოდებდა „ჩვეულებრივ ხალხს“, რომლებიც უკრაინაში გაგზავნამდე „ჩვეულებრივი მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ“.ხოდაკოვსკი აღნიშნავდა, რომ ჩეჩნური რაზმები შედგება კერძო დაცვისა და საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფებისგან, რომლებსაც არც დამხმარე საშუალებები აქვთ და არც მძიმე ტექნიკა.

მაშინ კადიროვმა სეპარატისტი მეთაურის შეფასება ახსნა „გაუფრთხილებელი სიტყვებით“, რომელიც „დეზინფორმაციას ეფუძნებოდა“.

იხილეთ ასევე: კადიროვმა პუტინის ომში „მოხალისეთა მორიგი კოლონის“ გაგზავნის შესახებ განაცხადა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები