Accentnews.ge
აპატურაი – რასმუსენის წინადადებაზე: "ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს"

აპატურაი – რასმუსენის წინადადებაზე: "ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს"

11/09/2019 19:04:47 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამ ეტაპზე აზრს ვერ ხედავს დიაკუსიაში საკითხზე, რომლის თანახმადაც საქართველო ნატო–ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობის დათქმით უნდა გაწევრიანდეს 

„გავეცანი საქართველოში მიმდინარე დისკუსიას – საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

რასმუსენმა საქართველოს საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა და ურჩია, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თემა ნატო–ში თავად დააყენონ. ამ კონტექსტში მან გერმანიის მაგალითიც გაიხსენა.

ევროპული საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, იდეა ახალი არაა, თუმცა საქართველოს პრობლემა ის იყო, რომ საკითხზე ხმამაღლა მოლაპარაკე პარტნიორები არ ჰყავდათ, რასმუსენის განცხადება კი ვითარებას შეცვლის:

"ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ იდეას აიტაცებდნენ და ხმამაღლა იტყოდნენ. რასმუსენის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული „ტვიტი“, რომელიც პოლიტიკურად აქტიური პირია, შესაძლოა, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ექსპერტების რამდენიმეთვიანი დისკუსია.

ეს ვერ იქნება პირდაპირი შეთავაზება, თუ ის არ წამოვიდა დედაქალაქიდან და ოფიციალური სტრუქტურიდან, მაგრამ როდესაც გავლენიანი ფიგურა, ყოფილი გენერალური მდივანი ამ შეთავაზებას იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ მას გაცილები მეტი ადამიანი გაიმეორებს".

ამასთან მან აპატურაის ძველი განცხადება გაიხსენა ამავე საკითხზე, სადაც აპატურაი ამბობს, რომ თემა არარეალისტურია. როგორც კაპანაძე ამბობს, თავის დროზე ანალოგიურ პასუხს იღებდა საქართველო, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, "ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა მიიღო".


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S