23-03-2022 15:05:46 ევროპა ,მსოფლიო
კრემლის პრეს–სპიკერი დიმიტრი პესკოვი კვლავ ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ სამოქალაქო პირებს კი არ ესვრიან, ეხმარებიან.
როგორც პესკოვმა განაცხადა, მას არ სჯელა უკრაინის გენერალურ პროკურატურის მონაცემების, რომ რუსები კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს.
მან კვლავ ახსენა „უკრაინელი ნაციონალისტები“, რომლებიც მისი თქმით, „ქალაქებში სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებენ“.
მტკიცებულებად კი მოჰყავს „უკრაინელების ჩვენებები“.
„რუსეთი არ ენდობა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. რუსი სამხედროები არ ესვრიან მშვიდობიანი მოსახლეობას, არამედ ეხმარებიან მათ“,– ციტირებს პესკოვს რუსული მედია.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უმოწყალოდ ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოსვენება სრულად ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან არ წყდება ცეცხლი. ფიქსირდება მოქალაქეების დახვრეტის შემთხვევებიც. რუსეთის თავდასხმებს 121 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია, ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი
.