Accentnews.ge
NATO: გენმდივნის თანაშემწის შეხვედრა სუს-თან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია

NATO: გენმდივნის თანაშემწის შეხვედრა სუს-თან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია

23/03/2022 12:50:45 პოლიტიკა

NATO-ს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს შორის შეხვედრა რეგულარული კონსულტაციების ნაწილია.

"აღნიშნული შეხვედრა რეგულარული კონსულტაციების ნაწილია, რომელთაც მოკავშირეთა ოფიციალური პირები მათ კოლეგებთან, მათ შორის პარტნიორი ქვეყნებიდან მართავენ", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.

"სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში დევიდ კეტლერს შეხვდა.შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და NATO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებზე იმსჯელეს და ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მისი გავლენა შეაფასეს. საუბარი ასევე ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია"- ვკითხულობთ პრეს-რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S