
FT - ივანიშვილმა "Credit Suisse"-ს დავა მოუგო
24/03/2022 09:20:14 სამართალი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს "Credit Suisse" დავა მოუგო, – იუწყება Finantial Times.
მისი ცნობით, "Credit Suisse"-მა ივანიშვილს 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
საქართველოს ექს–პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი "Credit Suisse"–ს 6 წლის განმავლობაში ედავებოდა და ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში.