Accentnews.ge
"საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის"

"საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის"

24/03/2022 10:12:40 სამართალი

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

მისი თქმით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

"საქართველოს არგუმენტები ამ საქმეში ძალიან მყარია და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ მის გამოქვეყნებას, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, აქ არ არის მკაცრად წინასწარ გაწერილი ვადები, ამაზე გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, მიიღებს სასამართლო. მას შემდეგ რაც საქმეზე იქნება გადაწყვეტილება, შემდეგში ჩვენც გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. ნებისმიერი საქმის განხილვას აქვს სხვადასხვა ეტაპები, ჯერ განიხილება მისაღებობა, შემდეგში საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი პროცერსის ერთ-ერთი ნაწილი. ორი საქმეა, ეს შეეხება გელაშვილის ეპიზოდს და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სარჩელი იყო მიღებული, წარმოება მიმდინარეობდა და გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. როგორც მოგახსენეთ, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, მიმდინარე საქმეა და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი არ იქნება კორექტული, თუმცა, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს, რითაც საკუთარ პოზიციებს ასაბუთებს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S