
"ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა"
13/09/2019 07:19:07 ციტატა
"ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მეხსიერებაშია, არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ"
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის: გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ არაფორმალური მმართველობის შესახებ და ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ისაუბრა.