
უკრაინის გენშტაბი: "ოკუპანტებმა სამხრეთ ოსეთიდან 150 სამხედრო ყირიმში გადაისროლეს"
28/03/2022 20:51:44 კონფლიქტები, ევროპა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალიდან ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 სამხედრო გადაისროლა.
"დაახლოებით 150 სამხედრო სამხრეთ ოსეთიდან გადაისროლეს ყირიმში და მათ უკრაინასთან შემდგომი საომარი მოქმედებების გაგრძელებისთვის გამოიყენებენ", - ამბობენ გენშტაბში.
მათივე თქმით, რუსული მხარე ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებას.