Accentnews.ge
"ჩვენი თავდაცვის ძალები ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ"

"ჩვენი თავდაცვის ძალები ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ"

29/03/2022 11:04:18 თავდაცვა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი, თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ.

„აქ [პარლამენტში] ითქვა, საქართველო აპირებდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ფართო აგრესია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საკადრის პასუხს გასცემენ ნებისმიერ აგრესორს. ხოლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც ვფიქრობ, წარმატებით ართმევს თავს“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S