
ბოკერია – ივანიშვილზე: "სადაზვერვო სამსახურებისთვის საჩუქარია"
13/09/2019 10:32:00 ციტატა
"ივანიშვილის თვისებაა, თუ დიდი ხანი ალაპარაკე, ყველაფერს იტყვის, საიდუმლოსაც ... ბუნებრივია, მისი ინტერპრეტაციით. არიან ასეთი ადამიანები და ივანიშვილი ერთ–ერთი მათგანია. ეგეთი კაცი სადაზვერვო სამსახურებისთვის საჩუქარია: არ სჭირდება ზეწოლა, არც ფსიქოლოგიური, უბრალოდ უნდა ალაპარაკო. ამიტომაა, რომ მრჩევლების რჩევით, იშვიათად ლაპარაკობს".
ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.