Accentnews.ge
ზუგდიდში დააკავეს პირები, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ

ზუგდიდში დააკავეს პირები, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ

30/03/2022 09:20:16 სამართალი

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში ორი პირი დააკავეს. ისინი მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ. მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. მუხლი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S