
ბათუმი - გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
30/03/2022 10:14:03 სამართალი
ბათუმი - გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.