Accentnews.ge
წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს პატიმრობა შეეფარდა

წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს პატიმრობა შეეფარდა

30/03/2022 12:51:41 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს კი გირაოს გადახდა შეეფარდათ.

უფრო კონკრეტულად, დაკავებულ ერთ-ერთ პირს, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარის, ხოლო დანარჩენებს 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ.

დაცვის მხარის განცხადებით, გელა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და იგი ბრალს არ აღიარებს.

აბულაძეს, რომელიც ექს–პრეზიდენტ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრია, თავდებში უდგებოდნენ თანაპარტიელები: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრები.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც გ.ა.-მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება. კერძოდ, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დედამ - 9.858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკრებულოს წევრის დამ - 11.145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბიძაშვილებმა - ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 12.500 -12.500 კვ.მ. იმავე პერიოდში, გ.ა.-სთან დასაქმებულმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაირეგისტრირეს 54.080 კვ.მ.ფართობის-5 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ნაწილი საკრებულოს წევრმა მალევე, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის შპს „ლეგის“ სახელზე გადაიფორმა და სწორედ ამ კომპანიის სარგებლობაში მოექცა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწები.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თაღლითური გზით დაუფლებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S