Accentnews.ge
"სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში იქნება”- ბიბილოვი

"სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში იქნება”- ბიბილოვი

30/03/2022 16:39:31 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბიკა უახლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში იქნება”.

მისივე თქმით, “ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან გაერთიანება – ეს რესპუბიკის სტრატეგიული მიზანია და შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება”.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც, რუსეთის ფედერაციაც, მთელი მსოფლიოც ამჟამად გარდამტეხ მომენტში ვართ. რუსული სამყარო დღეს იცავს ყველას ინტერესს, ვინც მას ემხრობა, ვინც წინააღმდეგია ნაციზმის, პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებულ ფუძემდებლურ ნორმებსა და კანონებს. რუსული სამყაროს აღზევება – პირველი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ასევე იმის აღქმა, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება, მოხდა სწორედ აქ – სამხრეთ ოსეთში 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ოსი ხალხის დაცვისა და ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და რუსი ხალხის. მადლობა თქვენ, ჩვენო ძმებო და დებო! ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის ხალხს მშვიდობისა და გავითარების გარანტიები მისცა. თუმცა გაყოფილი ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი – ეს ერთი სახელმწიფოს შმადგენლობაში გაერთიანებაა და ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაა. ჩვენმა ხალხმა ეს მიზანი არაერთგზის განსაზღვრა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი საუკუნოვანი ოცნება განგვეხორციელებინა 2014-ში, როცა ყირიმი მშობლიურ ნაპირებს დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, მაგრამ ამას ვეღარ დავუშვებთ! რუსეთთან გაერთიანება – ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზა, ხალხის საწადელი და სწორედ ამ გზით ვივლით. შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები უახლოეს ხანებში გადაიდგმება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება ჩვენი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის შემადგენლობაში” – ნათქვამია ბიბილოვის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ მის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S