Accentnews.ge
სიმონიანი: "რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!"

სიმონიანი: "რა საჭიროა სამარცხვინო საბაჟო პუნქტი აფხაზეთში?!"

30/03/2022 20:30:40 კონფლიქტები

რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "სამარცხვინოდ" მიიჩნევს "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობას", რომელიც, მისი თქმით, "რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს".

"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან. ჰოდა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო საზღვარი და საბაჟო პუნქტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს ერთის მხრივ, იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ხოლო მეორეს მხირვ - იმ ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ჩვენს გამო დღეს სისხლს ღვრიან?!“, - აცხადებს სიმონიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S