Accentnews.ge
მედია – ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ფორმირებული რუსული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უკრაინაში ომზე უარი განაცხადა

მედია – ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ფორმირებული რუსული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უკრაინაში ომზე უარი განაცხადა

31/03/2022 09:19:27 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ფორმირებული რუსული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უკრაინაში ომზე უარი განაცხადა, – იუწყება "ცენზორ.ნეტი".

"რუსეთის საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფმა, რამდენიმე დღის წინ, თითქმის სრული შემადგენლობით თქვა უარი უკრაინაში ომზე, რის გამოც ისინი უკან დააბრუნეს", – წერს გამოცემა.

თავის მხრივ, საინტერნეტო გამოცემა ეყრდნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ანგარიშს, რომლის თანახმად, საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფი, რომელიც მოტომსროლელთა ასეულისა და ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფისგან შედგებ, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში განლაგებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა და ჩაბმული იყო საბრძოლო მოქმედებებში დონეცკის მიმართულებით.

"საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის პირადი შემადგენლობა, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობაზე, ორგანიზებულად გადაიყვანეს სამხედრო პოლიგონ „კუზმინსკზე“ (როსტოვის ოლქი), სადაც მას ესაუბრა 58-ე არმიის სარდლის მოადგილემ სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში. მაგრამ მის მოწოდებას, რომ [ჯარისკაცებს] გაეგრძელებინათ დასახული ამოცანის შესრულება, წარმატება არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია „ცენზორ.ნეტის“ მიერ მოპოვებულ ოფიციალურ ცნობაში.

დე ფაქტო მტავრობის ცნობით, მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი რეგიონში 30 მარტს დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან.

ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შესახვედრად გაემგზავრნენ ოკიპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები. ეს საკითხი მათთვის პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის რეიტინგი ძალიან დაბალი იყო და კრემლმა მისი რეიტინგის ასაწევად ჯარი უკან დააბრუნა, რადგან ბიბილოვის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად ისმოდა და ამას საჯაროდ გამოთქვამდნენ.

თუ რა გახდა მათი უკან დაბრუნების მიზეზი უცნობია.

დონბასში მებრძოლი ქართველი მოხალისის ირაკლი ქურასბედიანის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ფორმირებული ოკუპანტების დანაყოფი 10 დღის წინ ხარკოვთან უკრაინის დამცველთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და დიდი დანაკლისი განიცადა. თუმცა ყოფილმა დე ფატო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა თავის ტელეგრამის არხში გარკვეულ პრობლემებზე მიანიშნა. „არავის აქვს უფლება, გაკიცხოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს სიმხდალეში. საჭიროა გავერკვეთ იმ თავდაპირველ მიზეზში, თუ რა მოხდა და როგორ იყო ორგანიზებული მათი მონაწილეობა. ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით“, - დაწერა მან.

უკრაინის გენერალურ შტაბის ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. მისი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S