Accentnews.ge
ბიბილოვი: "მოსკოვთან კონსულტაციები უკვე გვაქვს და რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტს შესაძლოა, ოსეტია-ალანია დაერქვას"

ბიბილოვი: "მოსკოვთან კონსულტაციები უკვე გვაქვს და რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტს შესაძლოა, ოსეტია-ალანია დაერქვას"

31/03/2022 13:12:15 კონფლიქტები

"სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ფედერაციის სუბიექტის სტატუსით გეგმავს, უკვე ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების ინიცირება და ერთიან სუბიექტს შესაძლოა, ოსეტია-ალანია დაერქვას", - განაცხადა კრემლის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან (ჯერ - ტელეკომპანია «Россия-24»-ის, ხოლო შემდეგ - იუთუბ-არხ «Соловьев Live»-ის ეთერში) საუბრისას ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

«ალანია უკვე გვყავს: ჩრდილოეთ ოსეთი - ალანიაცა და სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიაც. ეს უკვე ერთიანი ალანიაა. როცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვიქნებით, არსებობს პროცედურები, რომლებიც სუბიექტების გაერთიანებას უკავშირდება. სადღეისოდ სამხრეთ ოსეთს შეუძლია, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტის სტატუსით შევიდეს. ვფიქრობ, ოსეთის გაერთიანება აუცილებელია», – განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე აზრით, "რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა მრავალჯერადად გაზრდის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას, რასაც ოსური საზოგადოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

«ფედერაციის ახალ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არავის დაუთმობს თავის ტერიტორიებს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას მრავალჯერადად აამაღლებს», – აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე მტკიცებით, "რუსეთთან უკვე წარმოებს კონსულტაციები ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე".

«ამ კონსულტაციების წარმოების ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანა და იურიდიული მოქმედებები აუცილებლად უნდა დაეფუძნოს უპირველესად, საერთაშორისო სამართალს. საფუძველი საამისოდ არსებობს. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეუძლია, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოსი ხალხისათვის», – დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რომელიც ამჟამად რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშ იმყოფება. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S