Accentnews.ge
აფხაზი ოპოზიციონერი: "რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლას საშუალოვადიან პერიოდში არანაირი პერსპექტივა არ აქვს»

აფხაზი ოპოზიციონერი: "რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლას საშუალოვადიან პერიოდში არანაირი პერსპექტივა არ აქვს»

31/03/2022 13:15:03 კონფლიქტები

"აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერის, ოპოზიციონერ ადგურ არძინბას აზრით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს საშუალოვადიან პერიოდში არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

«ეს თემა არახალია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ ველში, იგი ყოველი არჩევნების წინ დგება დღის წესრიგში. ოსებისთვის საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი ხალხია, გაყოფილი ორ ნაწილად - სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთად. შეგახსენებთ, 10 აპრილისთვის სახმრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომლებშიც ამჟამინდელი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც მონაწილეობს და რეფერენდუმის შესახებ მთელი აქტივობაც მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება. ჩემი აზრით, მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლას საშუალოვადიან პერიოდში არავითარი პერსპექტივა არ აქვს" - წერს სოცქსელში ადგურ არძინბა.

სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ "სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს, თუმცა გააგრძელებს მოძმე რუსეთთან 2014 წლის შეთანხმებასთან მკაცრ შესაბამისობაში მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის - მოსკოვის ინიციატივით პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში სრულმასშტაბიანი ჩართვის მიზნით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S