Accentnews.ge
აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს 6 აპრილს შეხვდებიან

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს 6 აპრილს შეხვდებიან

31/03/2022 16:41:14 კავკასია

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს 6 აპრილს ბრიუსელში შეხვდებიან.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 31 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორი ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება, რათა იმსჯელონ „ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“.

„სომხეთი კვლავ აცხადებს, რომ მზად არის მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას გადადების გარეშე“, - თქვა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა და თქვა, რომ ორმა ქვეყანამ მშვიდობას უნდა მიაღწიოს და „ხელი მოაწერონ, რაც შეიძლება მალე, სამშვიდობო ხელშეკრულებას“.

მოსკოვის შუამავლობით მიღწეული დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, 2020 წლის ნოემბერში დასრულდა ბრძოლები, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გასულ თვეებში გააქტიურდა. აზერბაიჯანი სეთანხმების დარღვევაშ დაადანაშაულეს სომხეთმა და რუსეთმა, რასაც ბაქო უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S